მომდევნო დღეებში სანაპირო ზოლში მზიანი და თბილი ამინდი იქნება

19 სექტემბერი 2018, 00:00 2511 ნახვა

20 სექტემბრიდან სანაპირო კურორტებზე მზიანი ამინდები იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე  სამხრეთ დასავლეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასები გავლენით მოიმატებს. 

უღრუბლო და თბილი ამინდის პარალელურად შენარჩუნდება ზღვის წყლის ტემპერატურაც, ის ბანაობისთვის კვლავ კომფორტულ ნიშნულზე, 25 გრადუსზე შენარჩუნდება.
მზის ულტრაიისფერი გამოსხივება კი კვლავ მაღალი იქნება ნიშნულით 7, შესაბამისად, რუჯის მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

რაც შეეხება ქვეყნის მთელს ტერიტორიას, მომდევნო 3 დღის განმავლობაში, ანალოგიურად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსს შორის იმერყევებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში