სამთავრობო კომისიის სხდომა

22 ივლისი 2016, 00:00 2305 ნახვა

ზედა აჭყვაში აბუსელიძის ოჯახი, რომელიც  სტქიის შედეგად დაზარალდა თამარის დასახლებაში საცხოვრებელს მიიღებს - ეს გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს. შეხვედრაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სამი საკითხი წარადგინა. 2012 წლის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 13 ოჯახს 3 თვით ქირის თანხა გაუგრძელდა და ისინი თვეში 300 ლარს მიიღებენ. ასევე სოფელ ჭახათში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, მთავრობიოს სარეზერვო ფონდიდან 10 ათასი ლარი გადაეცემა. ხელვაჩაურში კი ქირის თანხა 2012 წ მიწისძვრით დაზარალებულებულ 9 ოჯახს გაუგრძელდა. რაც შეეხება ივნისის თვეში უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულებს, კომპენსაციის სახით ქედაში 87 ათას 845 ლარი, შუახევში კი  44 ათას 504 ლარი გაიცემა. 

ამავე კატეგორიაში