ხუთქიმიანი ვარსკვლავი, პიონერის მემორიალი, წითელარმიელის ძეგლი - საბჭოთა მემკვიდრეობა ოჩხამურში

14 სექტემბერი 2018, 00:00 4163 ნახვა

ხელვაჩაურისა და ბათუმის შემდეგ, ქობულეთშიც აღმოჩნდა საბჭოთა სიმბოლოები. დაბაში ნახავთ ხუთქიმიან ვარსკვლავს, პიონერის მემორიალს, წითელარმიელის ძეგლს და სხვა სიმბოლოებს - მათ შორის არის მუნიციპალიტეტის მიერ მოვლილი, ასევე მიტოვებული. 

კანონი, რომლითაც საქართველოში ტოტალიტარული იდეოლოგიის - ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლიკების გამოყენება აიკრძალა, 2011 წელს ამოქმედდა.

აკრძალვების მიუხედავად, საბჭოთა პერიოდში გაჩენილ დასახლებაში, დღემდე ინარჩუნებენ იმპერიალისტური დიდების მემორიალს - საბჭოთა მეომრით, პიონერითა და კომუნისტური სიმბოლიკით.

დაბა ოჩხამურის კულტურის სახლმა ფუნქცია კომუნისტებთან ერთად დაკარგა. ცენტრში არსებული შენობა ახლა მხოლოდ საბჭოთა წარსულს ინახავს.

საბჭოთა დროინდელ შენობებზე კომუნისტური სიმბოლიკებით ქობულეთუის მერიაში ვერაფერს ამბობებნ. მერი ქვეყანაში არ იმყოფება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში