დოლარში სესხის აღება კიდევ უფრო რთულდება

13 სექტემბერი 2018, 00:00 2308 ნახვა

მოქალაქებს დოლარში სესხის აღება კიდევ უფრო გაურთულდებათ. ამ რეგულაციის ამოქმედების შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ 12 სექტემბერს, განაცხადა. 

აქამდე დოლარში სესხის აღება არ შეგეძლოთ თუ 100 ათას ლარზე ნაკლები თანხა გჭირდებოდათ, ეს ციფრი უკვე ორმაგდება. სავარაუდოდ, დოლარში სესხის აღების უფლება მაშინ გექნებათ, თუ მინიმუმ 200 000 ლარი გესაჭიროებათ

შეზღუდვები მოქალაქეებთან ერთად,  ბიზნესსაც შეეხება. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ირწმუნება, რომ რეგულაცია მოქალაქეებისა და ბიზნესის დასაცავად შეიმუშავეს, რადგან იგი (ლარიზაცია) ფინანსურ რისკს ამცირებს.

''ადამიანი, რომელსაც ბოლომდე შეიძლება არ ესმოდეს ეს საკითხი, სესხს  დოლარში  ან ევროში აიღებს, შემდეგ კი ვარდება ცუდ მდგომარეობაში. იმის გამო, რომ შეიძლება კურსი შეიცვალოს'' - ამბობს მინისტრი.
საბანკო პროდუქტების სპეციალისტი ანა ალიბეგაშვილი ამბობს, რომ მომხმარებელი ვალდებული ხდება უცხოურ ვალუტაში 7 %-იანი კრედიტის ნაცვლად, სესხი ლარში შედარებით მაღალ პროცენტში აიღოს (ავტ. ლარში სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 11% მეტია) . 

''მანამდე არსებული რეგულაციით ეროვნული ბანკი, ასევე სახელმწიფო მოსახლეობის დაბალ და საშუალო ფენას იცავდა, რომელსაც შესაძლოა არ ქონოდა ფინანსური განათლება. ახლა კი საშუალო და მაღალშემოსავლიან ფენასაც ეხება ცვლილებები, რაც მომხმარებლებს შეუზღუდავს დაბალ საპროცენტო განაკვეთიან სესხებზე წვდომას'' - განაცხადა გვითხრა ანი ალიბეგაშილმა

ფიზიკური პირების ნაწილი ბანკებთან ურთიერთობას ერიდება, ნაწილი სესხის აღებისგან თავს მერყევი სავალუტო ბაზრის გამო იკავებს, ნაწილს კი კრედიტზე უარს  ბანკები ეუბნებიან. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციებით მათთვის არაფერი იცვლება, თუმცა ურჩევნიათ დაბალი პროცენტის გამო კრედიტი დოლარში აიღონ.

სესხის დოლარში აღება ფიზიკურ პირებს, პირველად გასულ წელს შეეზღუდათ. ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, მთვარობამ კი ლარიზაციის პროგრამა შეიმუშავა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში