ენმ: „საარჩევნო უბნების „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დაკომპლექტება იგეგმება

10 სექტემბერი 2018, 00:00 2012 ნახვა

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ იგეგმება  არჩევნების გაყალბების მიზნით, საარჩევნო  უბნების „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დაკომპლექტება. ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია აბულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  სია წარადგინა, სადაც მისი თქმით, იმ ადამიანების ვინაობაა მითითებული, რომლებიც  ქართული ოცნების შტაბმა შეარჩია.

იგი სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს საუბნო-საარჩევნო  კომისიებში   მონიტორინგი ჩაატარონ.  „ქართულ ოცნებაში“ ბრალდებებს უარყოფენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემა ყოველწლიურად უმჯობესდება და ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული ფაქტები სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. 

ამავე კატეგორიაში