ვითარება „დინამო არენასთან“

09 სექტემბერი 2018, 00:00 1599 ნახვა

თამაშის პარალელურად, სტადიონთან ქართული მარშის წვერებმა აქცია გამართეს. მათ ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ ტრასპორანტები გამოფინეს. ორგანიზაციის წევრებმა   საქართველოს ნაკრების წევრის და ვიცე კაპიტნის, გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციები დილიდან დაანონსეს, და მატჩის დაწყებამდე , ფეხბურთელისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.   თქვეს, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში გააუქმებდნენ აქციას.  

"ქართული მარშის" სამი წევრი კონსტანტინე მორგოშია,  რამაზ გაგნიძე და მიხეილ ამისულაშვილი, პოლიციაში გამოკითხვაზე წაიყვანეს. აქცია მათ  გარეშე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გურამ კაშიამ ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით ითამაშა. რასაც განსაკუთრებით, მწვავედ შეხვდა ქართული მარში და საზოგადოების ნაწილი. დღეს თამაშის დაწყებამდე საგანგებო განცხადება გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. ლევან კობიაშვილმა  გულშემატკივარს სიმშვიდისკენ მოუწოდა. რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივარს მიმართა გურამ კაშიამაც.  დღეს  ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ცნობით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მოჰყვება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება.

ამავე კატეგორიაში