ენმ დარღვევებზე საუბრობს

08 სექტემბერი 2018, 00:00 1700 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებით,  ხულოსა და შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები სოფლის გამგებლებთან და მოადგილეებთან  შეთანხმებით საუბნო საარჩევნო  კომისიებს “ქართული ოცნების” აქტივისტებით  აკომპლექტებენ.  ირმა  ხოროიშვილის თქმით, მათ მიერ  მოპოვებულ ერთ-ერთ ვიდეო მასალაში ისმის, საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის მისული „ქართული ოცნების“ აქტივისტის საუბარი, რომელიც ამბობს, რომ მისი მონაცემები ოლქში  სოფელ სხალთის გამგებელს და მის მოადგილეს უნდა გადაეგზავნათ. 

ოპოზიციაში აცხადებენ,  რომ ამ ფორმით ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას გეგმავს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. სხალთის გამგებელი და მისი მოადგილე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ,  ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესებში არ ერევიან.   შუახევის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  ასევე სატელეფონო საუბარში ირწმუნება, რომ მის ოლქში უკანონო ქმედებებს, ადგილი არ ჰქონია. იგივეს აცხადებს, პირად საუბარში ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ამავე კატეგორიაში