რუსთაველის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

07 სექტემბერი 2018, 00:00 2647 ნახვა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. 

მოქალაქეებმა სახანძრო სამსახურის ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მაშველების დახმარება აღარ დასჭირდათ და ცეცხლი თავად, საკუთარი ძალებით მალევე ჩააქრეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა. 

რატომ გაუჩნდა გაჩერებულ ავტომობილს ცეცხლი ჯერჯერობით უცნობია. 

ამავე კატეგორიაში