შსს -ს რეგულაციები მარიხუანას მოხმარებაზე

06 სექტემბერი 2018, 00:00 2396 ნახვა

საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას მარიხუანას მოხმარება დასჯადი იქნება. საკანონმდებლო  ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მოამზადა. ასევე სანქციები გატარდება    იმ შემთხვევაში თუკი მარიხუანას მოიხმართ  საზოგადოებრივ ტრანსპორტში,    არასრულწლოვნის თანდასწრებით, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების,ან  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის. მათ შორის  პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის და  საჯარო მოხელეებისთვის.

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლოთ ან უსასყიდლოდ გასაღება.

ამავე კატეგორიაში