საგამოძიებო კომისიის დასკვნა  პლენარულ სხდომაზე განიხილება

06 სექტემბერი 2018, 00:00 1268 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნას რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ეხება, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.  არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა დადგენილების პროექტს მოამზადებს, რადგან ამას არ აპირებს დროებითი საგამოძიებო კომისია. პარლამენტის მიერ დამტკიცებული დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარდგენილ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ  დაუჭირა მხარი. კომისიის თავმჯდომარემ, ასევე დააყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ შემუშავებული  დასკვნა, რომელსაც ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ცხრა წინააღმდეგი წავიდა.

ამავე კატეგორიაში