ზონალური საბჭოს სხდომა

05 სექტემბერი 2018, 00:00 1989 ნახვა
ე.წ. ზონალურმა საბჭომ  ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ბარაკების ნაცვლად მაღლივი კორპუსის მშენებლობის პროექტი დაიწუნა და ინვესტორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.  როგორც კულტმემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი აცხადებს   პროექტით გათვალისწინებული სართულების რაოდენობა ძეგლთა დაცვის ზონაში სიმაღლის დასაშვებ ნორმებს აჭარბებს. ამავე მიზეზით არ დაკმაყოფილდა 9 მარტის ქუჩაზე 13 სართულიანი კორპუსის მშენებლობის მოთხოვნაც.

ზონალურმა საბჭომ  ბათუმის მერიისგან  გადაგზავნილი  8  განაცხადიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა.  საუბარია პუშკინისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში  მდებარე სახლზე ერთი სართულის დაშენებაზე, ასევე ერთი სართულით გაიზრდება მოცულობაში  გამსახურდიას 27 ნომერში ბარაკული ტიპის სახლი. მესაკუთრესა და მერიას შორის სამართლებრივი დავის გამო არ დაკმაყოფილდა ვაჟა ფშაველას 17 ნომერში პროექტის გარეშე  ამოშენებულ აივნებზე ნებართვის გაცემის მოთხოვნა. უნებართვო სამუშაოებისთვის  მერიამ  მესაკუთრე  დააჯარიმა.

ამავე კატეგორიაში