აფეთქება ფოთში - გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 3 ადამიანი

05 სექტემბერი 2018, 00:00 1940 ნახვა

ფოთში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.  დაშავებულები ფოთის, ზუგდიდის და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, 41 წლის პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და  ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაშავებული 16 ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, მეორე კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  ორი მუხლით დაიწყო.

ამავე კატეგორიაში