ძველი აბანო - ძეგლი, რომლის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა

04 სექტემბერი 2018, 00:00 3322 ნახვა

რა ბედი ელის ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიულ აბანოს ხულოს ქუჩაზე? საბოლოოდ როდის, ან გაიხსნება თუ არა იქ ისტორიის მუზეუმი? ეს კითხვა უკვე რამდენიმე წელია ისმის საზოგადოებაში - განსაკუთრებით მას შემდეგ რაც იდეა გაჩნდა - იდეა კი პირველად 2014 წელს გაავრცელა განათლების სამინისტრომ, უწყება 4 წლის შემდეგ იწყებს კონცეფციაზე მუშაობას და ექსპონატების შესწავლას.

ამასობაში კი შენობის ნაწილობრივი რეკონსტრუქციისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა შენობაში რეაბილიტირებული გუმბათიდან თვეების განმავლობაში ჩადიოდა წყალი. მესამე სექტორში ამ ფაქტს უკვე დაარქვეს არამიზნობრივი ხარჯვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი ძეგლის მოუვლელობისა და ახალი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს. ობიექტი სამართავად მუზეუმების გაერთიანებას გადაეცემა.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში