საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

04 სექტემბერი 2018, 00:00 2548 ნახვა

ცოტა ხანში საქართველოში გეგმური აცრები შესაძლოა სავალდებულო გახდეს - ვაქცინაციის ახალი კონცეფციის დამუშავება თითქმის დასრულებულია. ცნობილია, რომ აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში არ იგეგმება სანქციების დაწესება, როგორც მინისტრი ამბობს, ეს პირველ ეტაპზე  მძლავრი გზავნილი  იქნება საზოგადოებისთვის. ჯანდაცვის ორგანიზაციებში ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობენ აცრების მნიშვნელობასა და უგულვებელყოფაზე, იმაზე რომ ხშირად მოზარდებს არ აქვთ გაკეთებული გეგმური აცრები, რაც შემდგომში, ეპიდემიებისას იჩენს თავს.

რეკომენდაციების მიუხედავად არიან მშობლები, რომლებიც სხვადასხვა მოსაზრებას ეყრდნობიან და თავს არიდებენ ბავშვების ვაქცინაციას, თვლიან რომ ეს უარყოფით შედეგს იძლევა - მსგავსი პოზიცია აქვს და ვაქცინის დადებითი ეფექტის არ სჯერა მაგალითად საფრანგეთში მცხოვრები მშობლების ნაწილსაც, თუმცა საბოლოო ჯამში საფრანგეთი ერთ-ერთი ბოლო ევროპული ქვეყანაა სადაც რამდენიმე დაავადებაზე აცრა უკვე გახდა სავალდებულო.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი