ხულოში საცხოვრებელი სახლები იწვის

03 სექტემბერი 2018, 00:00 1721 ნახვა

ხულოში სოფელ განახლებაში ხანძარია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეზოში მდებარე სადგომს გაუჩნდა, მოგვიანებით კი სახლებზე გადავიდა. 

სახანძრო სამაშველო სამსახური წარმომადგენელთა ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ. 

ამავე კატეგორიაში