„ბათუმის ფოტოდღეები-2018“ გრძელდება

02 სექტემბერი 2018, 00:00 1524 ნახვა

„ბათუმი ფოტო დღეები 2018 - ის „ ფარგლებში მეორე გამოფენა გაიხსნა. ფესტივალი წელს განსხვავებული და მრავლისმომცველი კონცეფციით ტარდება.  14 ქვეყნიდან 26  კონკურსანტის ნამუშევარი ბულვარში ქვის  სკამებზეა დატანილი. ფოტოები  თემატურად მრავალფეროვანია.  საუკეთესო ფოტოს ავტორის , პერსონალურ გამოფენას მომავალ წელს თავისუფალი ხელოვნების სივრცე უმასპინძლებს.

ფოტო დღეების თემა და შესაბამისად მთავარი გამოფენის სახელწოდება არის „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“- ეს იდეა დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე. პროექტი,,ოდესა-ბათუმიფოტოდღეების სახელით 2014 წლიდან იღებს სათავეს.

ამავე კატეგორიაში