ოსკარზე წარსადგენი ქართული ფილმი დღეს გამოვლინდება

31 აგვისტო 2018, 00:00 2054 ნახვა

 საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის დღეს გამოვლინდება.  გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იმ 6 ფილმის ნახვის შემდეგ მიიღებს, რომელთაც  ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში  მიიღებენ, რომლის შემდეგაც  ცნობილი გახდება რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია,  2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი