დონალდ ტრამპმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებაზე უარი თქვა

27 აგვისტო 2018, 00:00 1692 ნახვა

ამერიკაში ჯონ მაკკეინს გლოვობენ. ცნობილია, რომ ამერიკელი სენატორის დაკრძალვის ცერემონია, არიზონის შტატის კაპიტოლიუმში 29 და 30 აგვისტოს გაიმართება, შემდეგ კი ცხედარს ვაშინგტონში გადაასვენებენ.  დაკრძალვის ცერემონია 2 სექტემბერს გაიმართება,  მას  საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვამდე კი  კაპიტოლიუმის შენობაში იქნება დასვენებული. 

პროცესია იგეგმება ვიეტნამის ომის ვეტერანთა მემორიალთან, ცერემონია გაიმართება ვაშინგტონის საკათედრო ტაძარშიც. იგეგმება ყოფილი პრეზიდენტების ჯორჯ ბუშის და ბარაკ ობამას სიტყვით გამოსვლები. ცნობილია, რომ სენრტაორის ოჯახი დაკრძალვის ცერემონიაზე დონალდ ტრამპს არ დაპატიჟებს.  ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათივე თქმით, აღნიშნული თავად სენატორის   სურვილი იყო, რომელმაც სიკვდილამდე განსაზღვრა კონკრეტულ  პირთა სია. ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ პრესრელიზის გამოქვეყნება აკრძალა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, განცხადებაში მაკკეინი, როგორც ვიეტნამის ომის ვეტერანი, გმირად არის მოხსენიებული.  

აშშ-ს პრეზიდენტმა ოფიციალურ პრესრელიზს „ტვიტერი“ ამჯობინა და სამძიმრის პოსტი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მას თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება არ მოჰყოლია.  იმის მიუხედავად, რომ ტრამპი და მაკკეინი „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები იყვნენ, კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. სენატორი ორი დღის წინ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა.ამერიკელი სენტაორის ოჯახი  სამძიმაფრს მთელი მსფოლიოდან იღებს, მათ შორის საქართველოდანაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი