სტუდენტური არქიტექტურული პროექტები

20 ივლისი 2016, 00:00 4483 ნახვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა აჭარის რეგიონისათვის შესრულებული სადიპლომო ნამუშევრების  პრეზენტაცია გამართეს. წარმოდგენილი იყო ისეთი არქიტექტურული პროექტები, როგორებიცაა აჭარის ტელევიზიისა და  სპორტული კომპლექსების  შენობები, დაბა შუახევის საჯარო სკოლა, ბათუმის ავტოსადგურის შენობა და მომავლის მუზეუმი ბათუმგორაზე.

ამავე კატეგორიაში