''ბლექ სი არენაზე'' დღეს ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართება

16 აგვისტო 2018, 00:00 2081 ნახვა

„ბლექ სი არენაზე“ დღეს ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართება. „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს.

კონცერტში მონაწილეობისთვის კრის ბოტი საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ასევე იმღერებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე და სხვა მუსიკოსები.

ამავე კატეგორიაში