თურქეთში დასაქმებულებისთვის სამედიცინო დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს - ავთანდილ მიქაცაძე

15 აგვისტო 2018, 00:00 1805 ნახვა

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე ამბობს, რომ თურქეთში დასაქმებულებისთვის სამედიცინო დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. 

თემა აქტუალური 14 აგვისტოს თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გახდა. ავარიის დროს საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. 

ისინი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან. 

ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას შესაძლოა განმეორებითი ოპერაცია დასჭირდეს. 

ერთ-ერთი პრობლემა რომელიც ამ ეტაპზე დღის წესრიგში დგას, დაშავებულების მკურნალობის ხარჯების დაფარვის საკითხია. პაციენტები დაზღვეულები არ იყვნენ.

დაზარალებულების მოსანახულებლად თურქეთში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ჩავიდა. ზაალ მიქელაძე დღეს ტრაპზონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს ნუმან ჰატიფოღლუს შეხვდა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, თურქული მხარე მზად არის ავარიის დროს დაშავებულებს, ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს. 

თურქეთში, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა, ტრანსპორტით საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. ისინი მეზობელ ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ. სამი დაშავებული კლინიკაში რჩება, სამარშრუტო ტაქსიში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე კი საქართველოში დაბრუნდა. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი