მომდევნო სამი დღის განმავლობაში მზიანი ამინდი გველოდება

14 აგვისტო 2018, 00:00 5371 ნახვა

შავი ზღვის სანაპირო ზოლში, მომდევნო სამი დღის განმავლობაში თბილი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. ჰაერი +29 +31 გრადუსამდე გათბება. 

ზღვაში კომფორტულია ბანაობა რადგან, წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. სანაპირო ზოლში თეთრი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა დასაშვებია.  

ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი (UV index) ცხრა არის. უსაფრთხო რუჯისთვის მოერიდეთ სანაპიროზე შუადღით გასვლას. 

 

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში