მთა „ლატევრი“ - ახალი  ლოკაცია ქედის  ტურისტულ   მარშრუტში

12 აგვისტო 2018, 00:00 1808 ნახვა

მთა ლატევრი - ქედის ტურისტული მარშრუტების კიდევ ერთი ახალი ლოკაციაა. ახლა ნიშნულების განთავსება მიმდინარეობს. მთა ლატევრი. რომელიც სოფელ გომარდულის მიმართულებით მდებარეობს განსაკუთრებული ბუნებით გამოირჩევა.

სოფელ გომარდულში არსებული საოჯახო სასტუმროები, ტურისტის მოგზაურობას უფრო კომფორტულს გახდის. ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში გასულ წელთან შედარებით ტურისტების 204 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვიზიტორები ძირითადად ირანიდან თურქეთიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან არიან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში