ავტოავარია მწვანე კონცხზე

11 აგვისტო 2018, 00:00 2017 ნახვა

საცობია ბათუმი-ჩაქვის მაგისტრალზე. ავარია მწვანე კონცხის დასახლებაში მოხდა, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა. ჩაქვი- ბათუმის გვირაბთან მისვლამდე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით სატვირთო მანქანას საწინააღმდეგო მხრიდან მომავალმა მაღალი გამავლობის ავტომობილმა  გზა გადაუჭრა და შეეჯახა. ვარაუდობენ რომ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს ჩაეძინა. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსის ინფორმაციით ორი პირი დაშავდა და ისინი რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. ავარიის ზუსტ გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში