მოქალაქეებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს

09 აგვისტო 2018, 00:00 6154 ნახვა

შტორმული ვითარებაა ბათუმის სანაპიროზე. სამაშველო კოშკურებზე აღმართულია წითელი ალმები, შესაბამისად ზღვაში შესვლა აკრძალულია.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  მოუწოდებს მოქალაქეებს  ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები. უწყების ინფორმაციით,  მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსების პროგნოზით  მომდევნო დღეების განმავლობაში აჭარაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. მიუხედავად გაფრთხილებისა დღეს რამდენიმე მოქალაქე მაინც შევიდა ზღვაში. მაშველებმა რეგიონის მასშტაბით  4  ადამიანი გადაარჩინეს.

ამავე კატეგორიაში