გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

19 ივლისი 2016, 00:00 3570 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდირიმი ოფიციალური ცერემონიით დახვდა. ჩანქაიას სასახლეში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. დღესვე, ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება და ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს. მთავრობის მეთაურები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ამავე კატეგორიაში