შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი

09 აგვისტო 2018, 00:00 2543 ნახვა

შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  მოუწოდებს მოქალაქეებს  ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

უწყების ინფორმაციით,  მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი. სინოპტიკოსების პროგნოზით  მომდევნო დღეების განმავლობაში აჭარაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. იწვიმებს და დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი