დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს

08 აგვისტო 2018, 00:00 945 ნახვა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს– აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, საელჩოში მომხდარისას დააკავეს ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც ​პრორუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით გამოირჩევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეოკამერით შეიჭრა უცხო პირი, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, უნებართვოდ იღებდა გამოფენას და ხმამაღლა სკანდირებდა ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს და ქართულ მხარეს ბრალს სდებდა ბრიტანელი აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში. იგი პოლიციელებმა დააკავეს. ​ პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება არის ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც გამოირჩევა პრორუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით.

ამავე კატეგორიაში