''ფოლკლორის დღეები'' გრძელდება

06 აგვისტო 2018, 00:00 1424 ნახვა

''ფოლკლორის დღეები'' გრძელდება. საზაფხულო ფესტივალის მორიგი საკონცერტო საღამო ხალხური სიმღერის  სახელმწიფო ანსამბლ ''ბასიანს'' დაეთმო. მაყურებლის წინაშე წარსდნენ ქორეოგრაფიული ჯგუფები ''ფესვები'' და ''ბეთლემი''. საკონცერტო პროგრამა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ''ჩექ ინ ჯორჯიას'' ფარგლებში კონცერტები ყოველ დღე ღია ცის ქვეშ, ანბანის კოშკთან ტარდება.

მუსიკალური საღამოები 20 საათზე იწყება. ''ფოლკლორის დღეები'' 29 ივლისს გაიხსნა და 22 აგვისტომდე გაგრძელდება. ჩატარდება 25 კონცერტი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე 40 ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას. მისი მიზანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია და ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერაა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი