მამუკა ბახტაძე ბათუმში სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

05 აგვისტო 2018, 00:00 4035 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო. მიმდინარე სამუშაოები მამუკა ბახტაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. მისი  განცხადებით, მოედანი ქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ სტადიონის მშენებლობა სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. სტადიონის მშენებლობა იანვარში დაიწყო. ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს.

უახლოეს პერიოდში კი იარუსები და სახურავი  მოეწყობა. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი მოედანი  უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტით შენდება. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და ვი აი პი. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. პროექტის ღირებულება 117 მილიონი ლარია. მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში