„ილიას მარანი“ - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი ხელვაჩაურში

04 აგვისტო 2018, 00:00 1608 ნახვა

ე.წ. „ილიას მარანს“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სოფელ ქვემო ჩიქუნეთში მდებარე ქვევრი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მსგავსია ჩაისუბნის გორანამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილ არტეფაქტებთან და ასევე, არხავეს ციხის ტერიტორიაზე შეგროვებული ქვევრის ნატეხებთან. მარანი ორი ნაწილისგან შედგება, ნაშენია ადგილობრივი ქვით, კირით დუღაბზე.

კუთხის კიდეები ამოყვანილია მოზრდილი გათლილი ქვით, შიდა პირი კი ფლეთილი ქვითაა გაწყობილი მარნის ორივე მოცულობის საერთო სიგრძე 8 მეტრია, სიგანე 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3,20 მეტრი. კედლის სისქე 0.60 სმ-ია. მარანში, ქვევრების არსებობას ადასტურებს აქ აღმოჩენილი არტეფაქტები.

ამავე კატეგორიაში