ოპოზიციის მიმართვა მერიას და ეკონომიკის სამინისტროს

02 აგვისტო 2018, 00:00 1847 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობა” ბათუმში სასპორტო სკოლის მიმდებარედ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კომპანია “ორბის” მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებს.

ამ ეტაპისთვის სამუშაოები  შეჩერებულია. ბათუმის მერიამ კომპანიას უნებართვო სამუშაოების შეწყვეტა და დემონტაჟი დაავალა.  ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს რომ მათ საკუთრებაში სამუშაოები მიმდინარეობდა კომპანია გააფრთხილეს. მოგვიანებით კი “ორბმა” მიწის ნაკვეთის ორი წლით სარგებლობაში გადაცემის თხოვნით მიმართა, განცხადება განხილვის ეტაპზეა და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

სამინისტროში განმარტავენ, კომპანია ტერიტორიაზე მშენებლობას არ გეგმავს და გადაცემის შემთხვევაში მას ვალდებულება ექნება ორი წლის შემდეგ საკუთრება ეკონომიკის სამინისტროს პირვანდელი სახით დაუბრუნოს.  

ამავე კატეგორიაში