ე.წ. ციანიდის საქმე - უზენაესი სასამართლოს განმარტება

02 აგვისტო 2018, 00:00 1824 ნახვა

საქართველოს უზენაესი სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მთავარი პროკურატურისა და მსჯავრდებულის ადვოკატების საკასაციო საჩივრების წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლო განმარტავს, საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს. ასევე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა.

უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ამავე კატეგორიაში