ვინ როგორ აღიქვა თურქეთის კონსულის ინტერვიუს შინაარსი?

18 ივლისი 2016, 00:00 2468 ნახვა

თურქეთის გენერალური კონსულის განცხადება, შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის შესახებ არასწორად იყო ინტერპრეტირებული მედიაში – ასეთი განმარტება გააკეთა დღეს თურქეთის ელჩმა.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ გაასაჯაროვა, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუს შავი მასალა, საიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ აჭარის ტელევიზიას ჟურნალისტური სტანდარტი არ დაურღვევია და ეთერში გადაიცა გენერალური კონსულის განცხადების შინაარსი დაუმახინჯებლად, საკონსულოს წარმომადგენლის მიერ ნათარგმნი ტექსტის მიხედვით, ფრაზეოლოგიის ზუსტი დაცვით. “ჩვენს სატელევიზიო ეთერში ინტერვიუს არასწორ ინტერპრეტირებას ადგილი არ ჰქონია” - ასეთია ჩვენი მაუწყებლის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები არ ვიღებთ ბრალდებას განცხადების დამახინჯების შესახებ.  შავი მასალის ნახვა ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. დღეს თემას ქვეყნისა და რეგიონის პირველი პირები გამოეხმაურნენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში