''თაბაშირის იუდა'' - წარმოდგენა მუსიკალურ ცენტრში 

30 ივლისი 2018, 00:00 1682 ნახვა

დღეს ბათუმელებს შესაძლებლობა აქვთ  კიდევ ერთხელ მოისმინონ  რეჟისორ ზაზა მარჯანიშვილის მედია ოპერა    “თაბაშირის იუდა”. სპექტაკლი  ერთ მოქმედებიანია და ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. მოქმედება საბჭოთა პერიოდში ვითარდება და ასახავს რა გავლენა მოახდინა პიროვნებებზე საბჭოურმა წყობამ.

ეს ყველაფერი კი სიმბოლურად თაბაშირის იუდაშია თავმოყრილი.  სპექტაკლს მალე გასტროლზე ევროპაში წარადგენენ. წარმოდგენა 20 საათზე დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში