21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება 103 წუთი გაგრძელდა.

28 ივლისი 2018, 00:00 1838 ნახვა

21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება 103 წუთი გაგრძელდა. კოსმოსური მოვლენის მოწმენი გახდნენ: ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა. დედამიწის ჩრდილში მოქცეული მთვარე, მუქ წითელ ფერებში შეიღება. ასტრონომების შეფასებით, დედამიწის თანამგზავრის დაბნელების ასეთი ხანგრძლივობა, ჩვენი პლანეტიდან მისმა მაქსიმალურად შორს მდებარეობამ განაპირობა, რის გამოც, მას გაცილებით ნაკლები ჩრდილი ხვდებოდა.

ამასთან, მთვარის დაბნელება დროში სხვა კოსმოსურ მოვლენასაც დაემთხვა. პლანეტა მარსი მინიმალურ მანძილზე მიუახლოვდა დედამიწას და იუპიტერზე უფრო კაშკაშა გახდა. ეს კოსმოსური მოვლენა 15 წელიწადში ერთხელ ხდება. მომდევნო 2035 წლისთვის არის მოსალოდნელი.

ამავე კატეგორიაში