ბათუმში ჩადენილი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 3 არასრულწლოვანი პასუხისგებაში მისცეს

25 ივლისი 2018, 00:00 1779 ნახვა

ბათუმში ჩადენილი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 არასრულწლოვანი წევრი - 2000 წელს დაბადებული ლ.ც., 2002 წელს დაბადებული გ.ნ. და 2001 წელს დაბადებული ლ.წ. პასუხისგებაში მისცეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდებმა მიმდინარე წლის 23 ივლისს, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონი და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს. ასევე, იქვე მდებარე სამკერვალოს გაქურდვა სცადეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ნაქურდალი თანხა ჯამში 11 650 ლარს შეადგენს, რომლის ნაწილი სამართალდამცველებმა ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი, დიდი ოდენობით ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 19-177 მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში