წყლის  პრობლემას  ქობულეთის  სოფლებში  გვალვას  უკავშირებენ

24 ივლისი 2018, 00:00 1607 ნახვა

ცხელი დღეების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია სასმელი წყლის მიწოდების ხარისხიანობა – პრობლემა წლებია აწუხებთ ქობულეთში და ჭაბურღილებისა და სისტემის ნაწილობრივი მოწესრიგების პარალელურად კვლავ მოუგვარებელია სოფლების უმეტესობაში.

ქობულეთის  მუნიციპალიტეტში სულ 48 სოფელია, აქედან 25-ს აწოდებს წყალს ა(ა)იპი “სოფლის წყალი.” სოფლების ნაწილში ყვებიან, რომ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, ასე რომ ზაფხულის დღეებში მათ ხშირად დღეში ერთი საათით აქვთ წყალი, რასაც მიმწოდებელ კომპანიაში გვალვას უკავშირებენ. წვიმის შემდეგ კი პრობლემას ქმნის წყლის ამღვრევა.

ქობულეთის წყალკანალში გამოსავალს მხოლოდ ჭაბურღილების მოწყობაში ხედავენ, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. 

ამავე კატეგორიაში