''ჯამბაზები'' - მუსიკალურ ცენტრში დღეს პრემიერაა

24 ივლისი 2018, 00:00 1937 ნახვა

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დღეს პრემიერაა. დასი მაყურებლის წინაშე რუჯერო ლეონკავალოს ''ჯამბაზებს'' წარადგენს. ცნობილი საოპერო სპექტაკლი ხელოვნების ცენტრის სცენაზე პირველად  დაიდგა.

მთავარ როლებს ცენტრის საოპერო დასის სოლისტები შეასრულებენ. ოპერა ორმოქმედებიანია და მასში სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.  

სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი დავით მუქერიაა, დამდგმელი რეჟისორი კი მაია გაჩეჩილაძე. ''ჯამბაზების'' პრემიერა დღეს  და 27 ივლისს 20 საათზე გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში