რობერტ პლანტის კონცერტი 

20 ივლისი 2018, 00:00 2263 ნახვა

ლეგენდარულ, 70 წლის რობერტ პლანტს ბლექ სი არენაზე უმასპინძლეს. კონცერტი ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. ლოკაცია ორგანიზატორებმა კონცერტზე დამსწრეთა მსურველების სიმრავლის გამო შეარჩიეს, თუმცა ყველა ბილეთი  არ გაყიდულა. როკ შემსრულებელს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია, კონცერტზე მისული მსმენელებისთვის მომღერალს არც ავტოგრაფი დაუტოვებია.

საათნახევრიანი პროგრამის ფარგლებში როკის ლეგენდამ 13 სიმღერა შეასრულა. პლატმა ის ჰიტები იმღერა, რომელიც მსოფლიო ტურნეს ფარგლებშია გაწერილი. მომდევნო კონცერტი ტურნეს ფარგლებში  საფრანგეთშია დაგეგმილი. ჯაზ ფესტივალი კი ბათუმში კიდევ სამი დღე გაგრძელდება და სულ 70-მდე შემსრულებელს უმასპინძლებს.

ამავე კატეგორიაში