გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხების გამოქვეყნებას უარყოფს

13 ივლისი 2018, 00:00 1745 ნახვა

გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხების გამოქვეყნებას უარყოფს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათი ვებგვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ა ტიპის სამაგისტრო ტესტი და მისი პასუხები.

გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილსაც ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვებგვერდზე შემთხვევით, სავარაუდოდ, სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხები რამდენიმე წუთით გამოაქვეყნა. საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს.

ტესტების შესაძლო პასუხების ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი წერდა, პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

ამავე კატეგორიაში