“ბავშვები ითხოვენ მშვიდობას”

11 ივლისი 2018, 00:00 1588 ნახვა

გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგიური დაცვის ზონაში, სამშენებლო ნარჩენების შეტანის ფაქტზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე ტექნიკა მუშაობდა. მირზა ცეცხლაძის თქმით, კანონი ირღვევა, რადგან არქეოლოგიური დაცვის ზონაში მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარება იკრძალება. კანონდარღვევის ფაქტი სააგენტომ ბოლო 10 დღის განმავლობაში 2-ჯერ დააფიქსირა და რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა. ტერიტორია კერძო საკუთრებაა.

''მეტრო ბეტონის'' წარმომადგენლების თქმით, მათთვის უცნობია ვინ შეიტანა სამშენებლო ნარჩენები. კომპანიის საორგანიზაციო საკითხების დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ სამეურნეო სამუშაოები ტარდება. მისი თქმით, კომპანია შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რა ტიპის ობიექტი განთავსდება ტერიტორიაზე. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით არქეოლოგიურ ზონაში აკრძალულია საქმიანობა, რომელიც რაიმე ზიანს მიაყენებს კულტურულ მემკვიდრეობას და ხელს შეუშლის სრულფასოვანი არქეოლოგიური კვლევის ჩატარებას.

ამავე კატეგორიაში