აჭარაში, ე.წ. შავ წერტილებში სიჩქარის მზომი რადარები დამონტაჟდა

11 ივლისი 2018, 00:00 2869 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარაში 6 ლოკაციაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები დაამონტაჟა. ადგილები კვლევის შემდეგ სპეციალურად შეარჩიეს. კონკრეტულად კი, საავტომობილო გზის ის მონაკვეთები, სადაც მძღოლები დადგენილზე უფრო მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან.  

''საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად მოახდინა ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება, სადაც მძღოლების მიერ ყველაზე ხშირია დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბების შემთხვევები. აღნიშნულ ადგილებზე სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური რადარები დაამონტაჟა. ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარაში ახალი წერტილოვანი რადარები განთავსებულია:

1. ბათუმი - ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხის მიმართულებით)

2. ბათუმი - ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხიდან ბათუმის მიმართლებით)

3. მახინჯაური - (მახინჯარუიდან ბათუმის მიმართულებით)

4. მახინჯაური (ბათუმიდან მახინჯაურის მიმართულებით)

5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მონაკვეთი

6. ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, წლის ბოლომდე იგეგმება გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის რეგიონული მასშტაბით ამოქმედება.

ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე, დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე მძღოლი ინფორმირებული იყოს.

ამავე კატეგორიაში