საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის კანდიდატს დღეს შეარჩევს

11 ივლისი 2018, 00:00 1413 ნახვა

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა პროკურორის პოსტზე მოხსნა. როგორც მან განაცხადა, საპროკურორო საბჭოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

იუსტიციის სამინისტროში დღეს მთავარ პროკურორს აირჩევენ. საპროკურორო საბჭოს წევრები შალვა თადუმაძეს და ნინო გოგნიაშვილს გაესაუბრებიან და მათ ხედვებს გაეცნობიან. გასაუბრების დასრულების შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართება. საპროკურორო საბჭოს წევრები თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრიან კენჭს.

შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პროკურორი.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში