ტაილანდში დატბორილი მღვიმედან 6 ბავშვი გამოიყვანეს

08 ივლისი 2018, 00:00 1859 ნახვა

ტაილანდში დატბორილი მღვიმედან 6 ბავშვი გამოიყვანეს. ისინი უკვე საავადმყოფოშია გადაჰყავთ.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  მღვიმედან ევაკუირებული ბავშვებისა და მათი მწვრთნელის რეაბილიტაციისთვის მზად არის ახლომდებარე საავადმყოფო.  ჩიანგ რაის ჰოსპიტალში მერვე სართულზე განთავსებული 13 საწოლი აღჭურვილია ინფექციური დაავადების  და სხეულის ტემპერატურის კონტროლის მართვისა და მობილური რენტგენის აპარატებით.

ორი კვირის წინ ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოსწავლისა და მათი მწვრთნელის სახიფათო სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ადგილობრივი  ხელისუფლების განცხადებით, მღვიმედან  ბავშვების გამოყვანას სავარაუდოდ  11 საათი დასჭირდება. სამაშველო ოპერაციაში 13 უცხოელი და ტაილანდის საზღვაო ძალების 5 აკვალანგისტი მონაწილეობს.  ისინი მღვიმეს დატბორილი ვიწრო გასასვლელებიდან 11- დან 16 წლამდე ასაკის  ბავშვების უსაფრთხოდ გამოყვანას შეეცდებიან, რომელთა უმრავლესობამ ცურვაც კი არ იცის.  23 ივნისს ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდის წევრები და მათი 25 წლის მწვრთნელი ვარჯიშის შემდეგ მიანმარის საზღვართან მდებარე გამოქვაბულის დასათვალიერებლად წავიდნენ. ძლიერი წვიმის გამო მღვიმე დაიტბორა და ბავშვებმა გარეთ გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ამავე კატეგორიაში