ინციდენტის გამო “გრილ თაუნის" მენეჯერმა სამსახური დატოვა

08 ივლისი 2018, 00:00 2731 ნახვა

რუსეთ - ხორვატიის მატჩის მიმდინარეობისას ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამო “გრილ თაუნი”-ს მენეჯერმა სამსახური დატოვა. “მთავარი” დეტალების დაზუსტებას პირადად შეეცადა ბესო შავიშვილთან თუმცა მცდელობის მიუხედავად ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა. სოციალურ ქსელში კი სტატუსი გამოაქვეყნა სადაც წერს, რომ: არ არის ფეხბურთის გულშემატკივარი, გუშინ კი ცდილობდა რუსეთის გულშემატკივრების მაგიდასთან მყოფი ბავშვის დამშვიდებას, რადგან სხვა სტუმრებს მატჩის ყურებაში ხელი არ შეშლოდათ. "მე არ დამვიწყებია რომ ჩემი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და მამოძრავებდა მხოლოდ ბავშვის დამშვიდების სურვილი და არა რუსეთის გუნდის გულშემატკივრობა.

ვიზიარებ ნაკისრ პასუხისმგებლობას მე უნდა გამეთვალისწინებია ყველა დეტალი და არავის გრძნობების შეურაცხყოფა არ განმიზრახავს. ასევე მივიღე დამსახურებული შენიშვნა ჩემი უფროსისგან და შექმნილ ვითარებაში ვთვლი რომ დაკავებული თანამდებობა უნდა დავტოვო. ძალიან გული მტკივა ჩემი საქციელი, რომ იქნა არასწორედ გაგებული."-წერს შავიშვილი. როგორც სოციალურ ქსელში, რესტორნის ერთ-ერთი სტუმარი სალომე უგულავა წერს, რუსეთ -ხორვატიის ფეხბურთის მატჩის ყურებისას, რესტორნის მენეჯერი და სტაფის ნაწილი რუსეთს გულშემატკივრობდა. მისივე ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ, მათ დამწუხრებულ რუს ტურისტებს "ხელები დაუკოცნეს".

ამავე კატეგორიაში