ელტონ ჯონმა მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად კულისებში ტელევიზორი მოითხოვა

29 ივნისი 2018, 00:00 3103 ნახვა

ხვალ, 30 ივლისს,  პოპ-ვარსკვლავი ელტონ ჯონი, "ბლექ სი არენაზე", ერთწლიანი დაგვიანებით გამართავს კონცერტს.  შუალედებში მუსიკოსი კულისებში ხშირად გავა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ელტონ ჯონი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს კონცერტის დროსაც ადევნებს თვალყურს.

ორგანიზატორებს მუსიკოსის სხვა ბევრ მოთხოვნასთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება მოუხდათ,  კულისებში აუცილებლად უნდა იყოს ტელევიზორი, რომელშიც მუდმივად სპორტულ არხები იქნება ჩართული. 

„სამზადისი თითქმის დასრულებულია. მომღერალს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა, მცენარე ფიკუსების  სიმრავლე, ცალკე ოთახი სასცენო გარდერობისთვის და კულისებში მუდმივად ჩართული ტელევიზორი, სადაც სპორტული არხები იქნება ჩართული“, – ამბობს „ისთერნ ფრომოუშენის“ წარმომადგენელი ეკატერინე კუპრეიშვილი.

ხვალ, გურიაში, კონცერტი საღამოს 20 საათზე დაიწყება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 150 ლარიდან იწყებოდა და 700 ლარს აღწევდა.  ყველა ბილეთი პოპ-ვარსკვლავის კონცერტზე გაყიდულია. 

 ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტებს SOLO და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე წარმოადგენს.  30 ივნისსა და 1 ივლისის, Black Sea Arena-ზე, მომღერალი საკუთარ ბენდთან ერთად ორ კონცერტს გამართავს. Black Sea Arena-ზე დაგეგმილი აღნიშნული შოუები, იქნება ერთადერთი, რომელსაც ელტონ ჯონი 2018 წელს ევროპაში ჩაატარებს.

"კომპანია ისთერნ პრომოუშენსმა არამხოლოდ ელტონ ჯონის სურვილები დააკმაყოფილა, არამედ კონცერტზე მისულ საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი სპორტის მოყვარულებზე იზრუნა და 30 ივნისსა 1 ივლისს, ბლექ სი არენას კარი საღამოს 17:00 საათზე გაიღება, ადგილზე მისული მაყურებლისთვის კი კონცერტის დაწყებამდე, დიდ ეკრანზე უჩვენებენ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალებს.

ელტონს ჯონისა და მისი ბენდის კონცერტამდე ე.წ. „ვორმ აფზე“, ქართველი (და არამხოლოდ ქართველი) მსმენელის განწყობაზე ნიუიორკული კლუბის − Groove-ისჯაზბენდი Kennedy Administration-ი იზრუნებს. ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდი კონცერტის დასრულების შემდეგ, ბათუმში, კლუბ UP2YOU-ში, ე.წ. After Party-ზეც შემოგვთავაზებს Live კონცერტს" - წერია  Eastern Promotion-ის პრეს რელიზში. 

 

ფოტო: https://www.emirates247.com

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში