თურქეთში გვირაბთან, სავარაუდოდ, კლდე ჩამოიშალა - ადგილზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან

27 ივნისი 2018, 00:00 9844 ნახვა

თურქეთის საზღვართან ახლოს, გვირაბთან კლდის მასა ჩამოიშალა. შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან. 

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქეებმა მიაწოდეს. 

არიან თუ არა დაშავებულები ჯერჯერობით უცნობია. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია. ავტომობილებს არცერთი მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. 

თურქეთში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ იყო აფეთქების ხმა. 

მაუწყებლის გადამღები ჯგუფი დეტალების დაზუსტებას ადგილზე ცდილობს.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში