ალიევი: მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა

26 ივნისი 2018, 00:00 1640 ნახვა

აზერბაიჯანი მზად არის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი გაანადგუროს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ არ შეეგუება ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, თუმცა აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება სურს.  

არ არსებობს ისეთი სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი, რომლის განადგურებასაც აზერბაიჯანის არმია ვერ შეძლებდა - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.

ილჰამ ალიევის თქმით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა, რომელზეც აზერბაიჯანელები ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ. „ისტორიული სამართლიანობა ჩვენს მხარეზეა. ჩვენ სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობა გვაქვს. ომი ჯერ არ დასრულებულა. მხოლოდ მისი პირველი ეტაპი დასრულდა“, - დასძინა მან. 

ამავე კატეგორიაში