ბათუმში ახალი საწარმო გაიხსნა

25 ივნისი 2018, 00:00 2055 ნახვა

ბათუმში ახალი საწარმო გაიხსნა. „ანთ ჯგუფის“ ახალი საწარმო სახურავის  მასალების - აქსესუარებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილებს აწარმოებს.

ახალი საწარმო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნეს. პირველ ეტაპზე საწარმოში 13 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ, ამ მაჩვენებლის გაზრდა იგეგმება.

კომპანია წელს 3 მილიონ 333 ათას 911 ლარის პროდუქციის წარმოებას და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. შპს „ანთ გრუპი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა მილიონ 186 ათას 150 ლარს შეადგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი